შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვაჟა ცხადაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1962 წელს. 1962 წლიდან მუშაობდა "საქმთავარენერგოს" სისტემაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო საინჟინრო თანამდებობებზე; იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "მშენინდუსტრიის" მმართველის მოადგილე, მთავარი ინჟინერი სს "საქმშენინდუსტრიის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; მონაწილეობდა პირველად საქართველოში, ცხრამეტრიანი და თორმეტმეტრიანი (წიბოვანი) გადახურვის ფილებისა და საკედლე პანელების ათვისებასა და დანერგვაში; მონაწილეობდა სახელმწიფო კანცელარიის შენობის, ბ. პაიჭაძის სახელობის "დინამოს" (ამჟამად ცენტრალური ეროვნული) სტადიონის, რესპუბლიკური საავადმყოფოს, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის, შრომის სასახლისა და თბილისის სხვა ობიექტების მშენებლობაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.677; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.41 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |