The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ ცხვირავაშვილი

ნოდარ ცხვირავაშვილი
Date of birth:9 February, 1935
Date of death:2013  (at 77 years)
Category:Engineer

Biography

დაბდების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1957 წელს; შემდგომ სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით.

1953-1973წწ. მუშაობდა გაზმომარაგების საწარმოო გაერთიანება "თბილგაზში", სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "თბილგაზმშენისა" და სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ინჟმშენის" სამშენებლო სამმართველოში, საქართველოს პროფსაბჭოს მშენებარე ობიექტების დირექციაში; იყო სამუშაოთა მწარმოებელი, ტექნიკური ზედამხედველი, უბნის უფროსი, სამშენებლო სამმართველოსა და მშენებარე ობიექტების დირექციის მთავარი ინჟინერი; 1973 წლიდან მუშაობდა მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს სისტემაში საწარმოო გაერთიანების უფროსის მოადგილედ, კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს მთავარ ინჟინრად, სამშენებლო გაერთიანება "საქმთავარწყალმშენის" ტრესტ "კოლხეთმშენის" ტექნოლოგიების სამსახურის უფროსად; იყო მთავარი სამმართველოს უფროსის მრჩეველი, გაერთიანების განყოფილების უფროსი; მისი მონაწილეობით აშენდა არაერთი კომუნალური, სამრეწველო და სოციალური ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტი, "ყარადაგ-თბილისის" მაგისტრალური გაზსადენის საქართველოს მონაკვეთი და თბილისის გაზიფიკაციის საქალაქო ქსელები, პნევმოტრანსპორტის ხაზი "მარნეული-ლილო", საკურორტო და სამოქალაქო ობიექტები აფხაზეთსა და აჭარაში, კოლხეთის დაბლობის სამელიორაციო დამშრობი სისტემები და სხვა ობიექტები; მუშაობდა საქართველოს სამეცნიერო კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება "ცოდნის" გამგეობის თავმჯდომარის მოადგილედ.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.678; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.193

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების მედალი
    საქართველოს მოსახლეობაში სალექციო-საგანმანათლებლო, საგამომცემლო საქმიანობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვისშეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • საპატიო ნიშნის მედალი

Share: