The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბესარიონ ძამუკაშვილი

ბესარიონ ძამუკაშვილი
დაბადების თარიღი:11 აგვისტო, 1940
გარდაცვ. თარიღი:2011  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1969 წელს; ქ. ოდესის სამშენებლო-საინჟინრო ინსტიტუტის ასპირანტურა 1975 წელს.

1958 წლიდან დაიწყო შრომითი საქმიანობა; 1961-1966წწ. მუშობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ბიუროში ინჟინრად; 1967-1970წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის, N5 სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1970-1972წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" საკონტროლო-სარევიზიო სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; 1972-1978წწ. თბილისის სახალხო კონტროლის საქალაქო კომიტეტის ინსპექტორი; 1978-1984წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილედ; 1984-1988წწ. იყო სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" მთავარი ტექნოლოგი, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს უფროსის მოადგილე, თბილისის ზღვის კეთილმოწყობა-განაშენიანების სამმართველოს უფროსი, ელექტრონაგებობათა სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1988-1995წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სპეციალიზებული სამშენებლო ტრესტ "სპეცმშენის" ექსპერიმენტული ქარხნის გენერალურ დირექტორად; 1995-2000წწ. სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, სს "აისის" ფირმა "ვირას" გენერალურ დირექტორად; მონაწილეობდა თვალის რესპუბლიკური კლინიკის, თბილისის N4 მაცივრის, გაჩიანის ხორცკომბინატის, ქიმწმენდის გაერთიანება "თოლიას", შავი ზღვის ნაპირსამაგრი სამუშაოებისა და საინჟინრო-კომუნიკაციების (ქ. ადლერში) მშენებლობასა და საქართველოსა და სომხეთში მიწისძვრით დაზიანებული ობიექტების აღდგენაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.679

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის მედალი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: