The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან ძალამიძე

დაბადების თარიღი:20 ივნისი, 1930  (93 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე.

დაამთავრა მოსკოვის საავტომობილო გზების ინსტიტუტის საგზაო-საინჟინრო ფაკულტეტი 1955 წელს.

1955-1958წწ. მუშაობდა ოჩამჩირის რაისაგზაო განყოფილებაში ინჟინრად, მთავარ ინჟინრად, უფროსად; 1958-1960წწ. ოჩამჩირის N43 საგზაო-საექსპლუატაციო სამმრთველოს უფროსად; 1970-1992წწ. საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს N17 საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს უფროსად; ხელმძღვანელობდა მრავალი საგზაო ობიექტის, მათ შორის, "ოჩამჩირე-გალი-ზუგდიდის", "ზუგდიდი-ხობის", "ოჩამჩირე-ტყვარჩელის", ოჩამჩირის ასაქცევი გზების რეკონსტრუირებას, სახიდე გადასასვლელებისა და სხვა საგზაო ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას; მონაწილეობდა სოხუმის ასაქცევი გზის მშენებლოლბაში; არაერთგზის იყო არჩეული ოჩამჩირის რაისაბჭოს დეპუტატად; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.679; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.253

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების მედალი
  • აფხაზეთის დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: