The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მინდია ძიძიგური

დაბადების თარიღი:13 დეკემბერი, 1932  (92 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1955 წელს.

1955-1958წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის N6 სამშენებლო სამმართველოში; 1958-1962წწ. სამშენებლო ტრესტ "საქკოოპმშენის" N2 სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1966-1970წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის N10 სამშენებლო სამმართველოს უფროსი; 1970-1971წწ. იმავე სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის N2 სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1971-1975წწ. ხელმძრვანელობდა სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" ექსპერიმენტულ სამშენებლო სამმართველოს; 1975-1984წწ. საქართველოს სამშენებლო-სამონტაჟო გაერთიანება "საქმთავარწყალმშენის" განყოფილებას; 1984-1988წწ. "საქკინორემმშენის" უბანს; 1988 წელს სათავეში ჩაუდგა სამშენებლო კოოპერატივ "დუღაბს".

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.681


გააზიარე: