Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რამინ ძნელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბურნათი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1971 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა 1977 წელს. 1971-1973წწ. გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური, საბჭოთა არმიის რიგებში; 1973 წლის ნოემბრიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო გზათა სამეცნიერო-კვლევით და საწარმოო-ტექნოლოგიურ კომპლექსურ ინსტიტუტ "საქგზამეცნიერებაში", სადაც გაიარა პროფესიული ზრდის გზა უმცროსი მეცნიერ მუშაკიდან მთავარი ინჟინრის მოადგილის თანამდებობამდე; იყო ინსტიტუტ "საქგზამეცნიერების" ხელოვნური ნაგებობებისა და კონსტრუქციების საგამოცდო ცენტრის მთავარი ინჟინრის მოადგილე, უფროსი; დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; მოღვაწეობს ინსტიტუტ "საქგზამეცნიერებაში" გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე; არის მრავალი გამოგონების, სამეცნიერო ნაშრომისა და სტატიების ავტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.681-682; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.321 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |