Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალეკო ძოწენიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს. 1959-1964წწ. მუშაობდა "ცეკავშირის" სამშენებლო ტრესტის ქუთაისის N5 სამშენებლო სამმართველოში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, წყალტუბოს სანატორიუმ "ცენტროსოიუზის" მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად; 1964-1973წწ. საბჭოთა კავშირის მანქანათმშენებლობის სამინისტროს სამშენებლო-სარემონტო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად; 1973-1985წწ. მუშაობდა ქუთაისის პარტიულ და საბჭოთა ორგანოებში; იყო საქართველოს კომპარტიის ქუთაისის ქალაქკომის ინსტრუქტორი, განყოფილების გამგე, საქალაქო საბჭოს აღმასკომის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსი, აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე, პირველი მოადგილე; 1985 წლიდან მუშაობდა ქუთაისის სახლსაშენ კომბინატში მთავარ ინჟინრად, ქუთაისის სპეცსამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო "ინჟმშენის" უფროსად, რეორგანიზაციის შემდეგ სამშენებლო ფირმა "ინჟმშენსერვისის" ხელმძღვანელად; წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა ქუთაისის საავტომობილო ქარხნის რეკონსტრუქციისა და ქუთაისის საბინაო-კომუნალური, ასევე მნიშვნელოვანი კულტ-საგანმანათლებლო დანიშნულების და სამრეწველო ობიექტების მშენებლობაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.682
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |