The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



როინ მიგრიაული

როინ მიგრიაული
დაბადების თარიღი:26 ივლისი, 1964  (60 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1991 წელს.

1990 წელს იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურდიული განყოფილების უფროსის მოადგილე; 1990-1993წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კონსულტანტი, განყოფილების უფროსი; 1994-1995წწ. მინისტრის მრჩეველი; 1995-1997 წწ. მივლინებულია ბრემენის უნვერსიტეტში (გერმანია) სამეცნიერო სტაჟირება DAAD-ის სტიპენდიის ფარგლებში; 1997-1999წწ. "როინ მიგრიაულის საადვოკატო ბიუროს" დამოუკიდებელი ადვოკატი; 1999-2000წწ. საადვოკატო ბიუროს "მიგრიაული და პატარაია" ხელმძღვანელი პარტნიორი, ადვოკატი; 1997–2008 წწ.  თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო  უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის ასოცირებული პროფესორი; 2007–2008 წწ. თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, პროფესორი; 2008–2012, 2014 წწ. საქართველოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 2008 – 2012 წწ. კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი; 2010 წლიდან სულხა-საბას სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 2012 წლიდან  კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კავკასიის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი. არის ავტორი მონოგრაფიისა - "შესავალი გაკოტრების სამართალში" (2006); სამეცნიერო პუბლიკაციებისა: გაკოტრების სამართალი - "გაკოტრების სამართლის ზოგიერთი საკითხი", წიგნებისა: "სერგო ჯორბენაძე, 70, საიუბილეო კრებული" (1996); "გაკოტრების კრედიტორი, როგორც გაკოტრების წარმოების ერთ-ერთი მხარე" (1998); "მომავლის გაკოტრება, როგორც სანაციის საშუალება" (1997); "პარტნიორის სამართლებრივი მდგომარეობა შპს-ის გაკოტრებისას" (2004). "შპს-ს სამართლებრივი მდგომარეობა ქართული სამართლის მიხედვით" (2001); "სამეწარმეო საზოგადოება: გაუქმება, ლიკვიდაცია, ამოშლა (2002); "შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და დირექტორს შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა და დასრულება" (2003). მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო არბირტაჟებში: ლონდონის არბიტრაჟი ექსპერტი, ბერძნული ფირმის მოწვევით (1998), 2007- საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრი (ICSID, ლონდონი, ინგლისი) ექსპერტი, საქართველოს მთავრობის მოწვევით. სამართლის დოქტორი, ადვოკატი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შპს-ის გაკოტრების სამართლებრივი ასპექტები", დაიცვა 2005 წელს.  

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.337; იურიდიული პორტალი საქართველოდან: gen.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • DAAD-ის ყოფილ სტიპენდიანტთა კავშირი, წევრი
  • სამართლებრივი რეფორმის სახელმწიფო კომისია, წევრი (1995-1998)
  • საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, დამფუძნებელი, გამგეობის წევრი (2009-)
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აღმასრულებელი საბჭო, წევრი (2006-2010)
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო, წევრი (2013-2017)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, დამფუძნებელი (1993-)
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, წევრი (2004-2009)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: