The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ხატია დეკანოიძე

ხატია დეკანოიძე
დაბადების თარიღი:20 იანვარი, 1977  (47 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით 1999 წელს. 1990 და 2000 წლებში გაიარა ტრენინგები ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტისა და RAND Corporation-ის ეგიდით.

1999 წლიდან მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში; 2004 წელს საქართველოს უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი; 2004-2005წწ. შსს ადმინისტრაციის უფროსი;2005-2007წწ. აშშ-ში საქართველოს საელჩო; 2007-2012წწ. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი;2012 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი; 2012-2013წწ. პოლიტიკის ანალიზის ცენტრი; 2013-2014წწ. კავკასიის უნივერსიტეტის დეკანი; 2014-2015წწ. ICITAP, BOJ მრჩეველი;  2015-2016წწ. უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი; 2017-2019წწ. მარშალის უსაფრთხოების ცენტრი; 2017-2018წწ. ეუთოს ექსპერტი პოლიციის რეფორმის საკითხში; 2018-2019წწ. აშშ INL ექსპერტი; 2020 წლიდან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2023-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (2023-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (2023-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", თავმჯდომარე (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია საპარლამენტო ოპოზიცია, წევრი (2021-)

გააზიარე: