The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ალიბეგაშვილი

გიორგი ალიბეგაშვილი
დაბადების თარიღი:26 მაისი, 1959  (64 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეცნიერი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1982-1986წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ნაწილის სპეციალისტი; 1982-1989წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ნაწილის ლაბორანტი; 1984-1994წწ. - მე-6 საავტორო გერმანული სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1990-1991წწ. - სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო მიმართულებით; 1990-1997წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ქრისტიანული კულტურის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1991-1994წწ. - გაზეთ "კავკასიონის“ დამფუძნებელი; 1994-1995წწ. - განათლების სამმართველოს უფროსი; 1998-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ქრისტიანული კულტურისა და სიტყვიერების კათედრის დოცენტი, პროფესორი; 1999-2005წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 2005-2006წწ. - ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი დეკანი; 2006 წელს - ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი ფილოლოგიის მიმართულებით; 2007-2009წწ. - თბილისის 161-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 2009 წლიდან - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირვეწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი; 2017 წლიდან - სსიპ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე. სამეცნიერო ინტერესების სფერო: ქართული ლიტერატურის ისტორია, ქართულ-ბიზანტიური ურთიერთობებისისა და ქრისტიანული კულტურის საკითხები, ქართული ფოლკლორი, თარგმანის ისტორია, ეგზეგეტიკა და ასკეტიკა, ტერმინოლოგიის, ეტიმოლოგიისა და ენის ნორმალიზაციის პრობლემები, ქართული ენის ფლობის დონეების ზოგადი სტანდარტების განსაზღვრა, ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერებისა და სამონასტრო კომპლექსების ისტორია. ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნებული აქვს 100-მდე ნაშრომი, სტატია და მასალები, სასკოლო და საუნივერსიტეტო დამხმარე სახელმძღვანელოები. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2001).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ეფრემ მცირის ლიტერატურული შეხედულებანი", დაიცვა 1989 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "შატბერდის კრებული" და "ქრისტიანული ეგზეგეტიკა", დაიცვა 1999 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.447-448; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მეექვსე მოწვევის საკრებულო, წევრი (2017-)
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მეხუთე მოწვევის საკრებულო, თავმჯდომარე (2014-2017)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: