Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ მინდელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სორი, ონის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1961 წელს, ასპირანტურა 1974 წელს. 1961 წლიდან იყო ტულის ოლქ შჩოკინის თბოელექტროსადგურის სპეციალისი; 1963-1977წწ. თბილსრესის მორიგე ინჟინერი, საამქროს უფროსის მოადგილე, მთავარი ინჟინრის მოადგილე, 1977-1981წწ. მთავარი ინჟინერი; 1981-1984წწ. ერაყის რესპუბლიკის საბჭოთა სპეციალისტების ჯგუფისა და კონტრაქტის ხელმძღვანელი და მთავარი ექსპერტი; 1985-1987წწ. საქმთავენერგოს პერსპექტიული განვითარების სამსახურის უფროსი; 1987-1990წწ. თბილსრესის დირექტორი; 1990 წელს საქმთავარენერგოს გენერალური დირექტორი; 1991 წელს საქართველოს ელექტროენერგეტიკის მინისტრი; 1991-2001წწ. "თბილჰიდროპროექტის", შპს კონცერნ "ენერგეტიკის" ვიცე-პრეზიდენტი; შპს კომპანია "ტესაკოს" გენერალური დირექტორი; 2002 წლიდან თბილისის საკრებულოს დეპუტატი - პ/გ "ერთობა". აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი; არის აკადემიკოსი, 6 გამოგონებისა და 14 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელის მფლობელი (1979). 1969-1989წწ. სსრკ კომპარტიისა და პ/გ "ერთობის" წევრი (2002). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თბოელექტროსადგურების ეკონომიურობისა და საიმედოობის ამაღლება თბოქიმიური რეჟიმების დაწვის პროცესების ოპტიმიზაციით". წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.337
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |