The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე ქართველიშვილი

კონსტანტინე ქართველიშვილი
დაბადების თარიღი:1931
გარდაცვ. თარიღი:2002  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი გეოფიზიკის სპეციალობით 1955 წელს.

1958-1964 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტის უმცროსი, 1964-1974 წლებში - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1973 წლიდან - ამავე ინსტიტუტის განყოფილების გამგე. დაჯილდოებულია საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.45

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკოს დარგში
    გამოქვეყნებულ შრომათა ციკლისთვის ''გეოფიზიკური, გეოლოგიური და საინჟინრო ამოცანების გადაწყვეტის გრავიმეტრიული და საინჟინრო ამოცანების გრავიმეტრიული მეთოდების დამუშავება და რეალიზაცია''

გააზიარე: