The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ხალილ გოზალიშვილი

ხალილ გოზალიშვილი
ოფიციალური სახელი:ხალილ უმაროვი
დაბადების თარიღი:25 აპრილი, 1925
გარდაცვ. თარიღი:8 მარტი, 1995  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქალაქი ნალჩიკი, ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია
კატეგორია:ისტორიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ვალე, ახალციხის მუნიციპალიტეტი.

1944 წელს, როცა მუსლიმი მესხები თურქებად გამოაცხადეს და შუა აზიაში გადაასახლეს, იგი მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა; ომის შემდეგ მან დიდი გაჭირვებით, მოძებნა ოჯახი უზბეკეთში და 1956 წლამდე დამამცირებელი რეჟიმის პირობებში ცხოვრობდა; რეაბილიტაციის შემდეგ დეპორტირებულ მესხებს მეთვალყურეობა მოუხსნეს, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მისცეს; იმ დღიდა დაწყებული მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ხ. გოზალიშვილმა სამშობლოში დაბრუნებისთვის ბრძოლას შეალია; იგი ამ საქმის აღიარებული მეთაური და წინამძღოლი იყო; 1962 წელს თანამოაზრეებთან ერთად შექმნა "დროებითი კომიტეტი", რომელიც მიზნად ისახავდა მაჰმადიან მესხთა ერთიანი ქართველი ერიდან გამოცალკევებისა და გამოყოფის მიზეზთა შესწავლა-გამორკვევას, ქართული თვითშეგნების განვითარებასა და მესხთა ისტორიულ სამშობლოში დასაბრუნებლად აქტიური ზომების მიღებას; 1966 წელს აარსებს მესხთა არალეგალურ წრეს და ხელნაწერ გაზეთ "აღორძინება"-ს; წრის მიზანი იყო მესხთა შორის ქართული თვითშეგნების გაღვივება; მესხეთის, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის, როლის გაცნობიერებას; 1976 წელს მჭიდრო კავშირს ამყარებს საქართველოს ადამიანთა უფლებების დაცვის საინიციატივო ჯგუფის წევრებთან - მ. კოსტავასთან, ზ. გამსახურიასთან, ვ. რცხილაძესთან, ი. კენჭოშვილთან და ბ. ბეგიაშვილთან; ჯგუფის თვითგამოცემებში ფართოდ შუქდება დეპორტირებულ მესხთა პრობლემები; 1989 წელს ზურაბ მამალაძესთან ერთად თბილისში ქმნის "ქართველი მუსლიმების უფლებების დაცვის ლიგა"-ს, მისი თანამოაზრე მესხების და თბილისელი ინტელიგენციის მცდელობების შედეგად 80-იან წლებში მაჰმადიანი მესხების ორასზე მეტი ოჯახი დაბრუნდა საქართველოში; 1989-1991 წწ. ას სამოცდაათი ოჯახი ისევ გააძევეს საქართველოდან; ეს ამბავი ფერღანის ტრაგიკულ მოვლენებს დაემთხვა, რაც შემთხვევითი არ იყო; 80-იანი წლების დასასრულს გოზალიშვილმა თავის მიერ შექმნილ "ქართველი მესხების წრე"-ს სახელი შეუცვალა და საზოგადოება "ხსნა" ეწეოდა; "ხსნის"-ს მიზანი მესხთა სამშობლოში უმტკივნეულო, ეტაპობრივი დაბრუნება იყო; 1991 წელს "ხსნა" ყაბარდოში ოფიციალურად დარეგისტრირდა.

წყარო: მესხეთის სახელოვანი შვილები:– თბ., 2008. – გვ.109-111

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: