შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბორის ცხაკაია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი 1955 წელს. 1957 წლიდან მუშაობდა "ქართულ ფილმში" ბუტაფორად, მხატვარ-დეკორატორად, 1976 წლიდან დამდგმელ მხატვრად. მისი მონაწილეობით გადაღებულია ელდარ შენგელაიას "სამანიშვილის დედინაცვალი" (ჯ. კუხალეიშვილთან და ნ. ფურმანთან ერთად, 1977), "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" (1983), "ექსპრეს-ინფორმაცია" (დ. ერისთავთან ერთად, 1993), გიორგი შენგელაიას "ახალგზარდა კომპოზიტორის მოგზაურობა" (გ. ალექსი-მესხიშვილთან და ნ. შენგელაიასთან ერთად, 1984), ნანა მჭედლიძის "იმერული ესკიზები" (1979), გენო ხოჯავას "მიზანი" (1979), ნიკოლოზ სანიშვილის "სიცოცხლე ერმილეს!" (ნ. სულემანაშვილთან ერთად, 1977), "სახლი ლესნაიაზე" (1980), "მევლუდი"(ნ. სანიშვილი, 1985), ბადურ წულაძის "იღბალი" (1980), "კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის" (1981), "ჩვენი ჯერია ბიჭებო!" (1982), ნანა დვალიშვილის "ბებია ყველასთვის" (1987), ოთარ ლითანიშვილის და ოთარ შამათავას "ვამეხი მოდის" (1987), ო. ლითანიშვილის "შემსრულებელი 977" (1988), ო. შამათავას "ტურანდოტი" (გ. ლორთქიფანიძესთან და ლ. გვენეტაძესთან ერთად, 1989), დევი აბაშიძის "ყვარყვარე" (დ. ერისთავთან ერთად, 1978), "წითელი პატეფონი"(1995). კინოს მხატვარი. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 206 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |