The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი წერეთელი

გიორგი წერეთელი
Date of birth:24 September, 1944  (80 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჯვარისა, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი გზების მშენებლობის სპეციალობით 1968 წელს.

1964-1976წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული გზატკეცილების მთავარი სამმართველოს სისტემაში მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1976-1987წწ. საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს N3 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1989-1993წწ. საწარმოო გაერთიანება "თბილავტოგზაში" კაპიტალური მშენებლობისა და საიჯარო სამუშაოების განყოფილების უფროსად, გაერთიანების მთავარ ინჟინრად; კონცერნ "საქავტოგზის" მაგისტრალური გზების სამმართველოს უფროსად; 1993-2003წწ. კონცერნის რეორგანიზაციის შემდეგ იყო საავტომობილო გზების დეპარტამენტის სახელმწიფო გზების ექსპლუატაციის სამმართველოს უფროსი; 2003 წლიდან არის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე; ხელმძღვანელობს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკურ საბჭოს, კურირებს მსოფლიო ბანკის კრედიტით დაფინანსებულ შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა და რეკონსტრუირებულ იქნა რამდენიმე ასეული კილომეტრი საავტომობილო გზების მონაკვეთი; მათ შორის საავტომობილო გზების "თბილისი-სენაკი-ლესელიძის", "თბილისი-საგარეჯო-ლაგოდეხის", "სამტრედია-საჯავახო-გრიგოლეთი", "საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთის", "თბილისი-თიანეთის", "თბილისი-წალკა-ნინოწმინდის" მონაკვეთები, ფოთის (მდ. კაპარჭინაზე), თიანეთის (მდ. იორსა და ქუსნოზე), პატარძეულის, საგარეჯოს, გომბორის, ქსნის სახიდე გადასასვლელები; საქართველოს სამეცნიერო და საინჟინრო საზოგადოებათა კავშირმა დაასახელა "წლის საუკეთესო ინჟინრად" 2004 წელს. 

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.684

Awards and Honors

  • ღირსების მედალი
  • ღირსების ორდენი (2 ორდენი)

Share: