The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მალხაზ მაყაშვილი

მალხაზ მაყაშვილი
დაბადების თარიღი:13 სექტემბერი, 1953  (71 წლის)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის სპეციალობით 1975 წელს.

1975-1978 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ჰემისფეროთა ურთიერთობის შემსწავლელი ლაბორატორიის ლაბორანტად, 1978-1980 წლებში - ამავე ლაბორატორიის უმცროს, 1980-2003 წლებში - უფროს, 2004-2006 წლებში - წამყვან მეცნიერ თანამშრომლად, 1999-2006 წლებში - ამავე ლაბორატორიის ხელმძღვანელად. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.49; ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ვებ-გვერდი: faculty.iliauni.edu.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.594

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1991 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში)
    გამოქვეყნებულ შრომათა ციკლისათვის "თავის ტვინის ფუნქციური სიმეტრია და ასიმეტრია"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: