The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რუსუდან მხეიძე

რუსუდან მხეიძე
დაბადების თარიღი:1953  (72 წლის)
კატეგორია:ბიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1979 წელს.

1979-1990 წლებში იგი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის . ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ჰემისფეროთა ურთიერთობის შემსწავლელი ლაბორატორიის უმცროსი, 1990-1996 წლებში - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1996-2000  წლებში - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის უფროსი  მეცნიერი თანამშრომელი, 2000 წლიდან  არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნეირომედიცინის დეპარტამენტის კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.50

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს სახელმწიფო პრემია , მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში)
    1983-1992 წლებში გამოქვეყნებულ შრომათა ციკლისთვის '' თავის ტვინის ფუნქციური სიმეტრია და ასიმეტრია''

გააზიარე: