Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი ღვალაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1995 წელს; ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურა 1998 წელს. 1995-2002 წწ. მუშაობდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში (სპეციალისტი, მთავარი სპეციალისტი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, დეპარტამენტის უფროსი); 2003-2005 წწ. იურიდიული მრჩეველი საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-ში ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის კორპორაციული მართვის პროექტში; 2005-2008 წწ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში (მინისტრის მოადგილე, მინისტრის პირველი მოადგილე); 2008 წელს დაინიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად; 2008 წლის აგვისტოში ხელმძღვანელობდა რუსეთის საომარი მოქმედებების შედეგად ბორჯომის ხეობაში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებს; 2009-2010 წწ. ფინანსთა სამინიტროში (მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო მდივანი); მისი უშაულო მონაწილეობით მომზადებული და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა რამდენიმე საკანონმდებლო აქტი; 2010-2014 წწ. სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში, საქპატენტში (გენერალური დირექტორი, თავმჯდომარე); 2014 წლიდან სსიპ "საქართველოს ეროვნული მუზეუმში" (გენერალური დირექტორის მრჩეველი, გენერალური დირექტორის მოადგილე, აღმასრულებელი დირექტორი); 2012 წელს იყო თსუ სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი; 2013-2018 წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლის მოწვეული ლექტორი; 2018 წლიდან ბიზნესის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |