შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო მირიანაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1966 წელს. იყო არქეოლოგიური კვლევის ცენტრის თანამშრომელი. 1974 წლიდან ნასტაკისის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი; 1990-1991წწ. კასპის რაიონის პრეფექტი; 1992 წლიდან პრემიერ-მინისტრის მრჩეველი; 2004 წლიდან თბილისის საკრებულოს ინტეგრაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე. არის 30-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიის - "შიდა ქართლის მატერიალური კულტურის ისტორიიდან" (1983) ავტორი; "ინტეგრაციისა და განვითარების ინსტიტუტისა" და საზოგადოება "დიდი დიღომის" დამფუძნებელი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შიდა ქართლი ძვ.წ. III-ახ.წ. III საუკუნეებში", დაიცვა 1986 წელს. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.339 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |