The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ მიქელაძე

ზურაბ მიქელაძე
Date of birth:30 June, 1947  (77 years)
Category:Scientist, Educator, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სუბტროპიკული მეურნეობის ფაკულტეტი 1972 წელს.

1973-1985წწ. იყო საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, ლაბორატორიის გამგე, მასწავლებელი, დოცენტი; 1984-2004წწ. ბათუმის აგრარული ბიოტექნოლოგიებისა და ბიზნესის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე, განყოფილების გამგე, დირექტორის მოადგილე. 2008-2011 წწ. ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ტექნოლოგიების ინსტიტუტის ნედლეულის წარმოებისა და შენახვის განყოფილების უფროსი; 2011-2015წწ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მემბრანული და აგრარული ტექნოლოგიების ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის წარმოებისა და გადამუშავების ტექნოლოგიების განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, განყოფილების უფროსი. აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. აგრონომი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აზოტიანი სასუქების ფორმებისა და ნორმების გავლენა ფორთოხალ ვაშინგტონ-ნაველის ახალგაზრდა მცენარეთა ზრდასა და მოსავლიანობაზე", დაიცვა 1989 წელს.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.341; ბათუმის შ. რუსთაველის სახ. უნივერსიტეტი: bsu.edu.ge

Member of Organizations

  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირის აჭარის რეგიონალური ორგანიზაცია, თავმჯდომარე (1994-2004)
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროებითი საპრეზიდენტო საბჭო, წევრი (2004-)
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, წევრი (2004-2008)
  • რუსთაველის საზოგადოება, წევრი (1984-)
  • რუსთაველის საზოგადოების აჭარის ორგანიზაცია, საქართველოს დემოკრატთა კავშირი , თავმჯდომარე (1992-1994)
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, წევრი (1995-2003)

Share: