შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მანანა ცხოვრებოვა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი რუსთავი, ცხინვალის რაიონი. სამსახიობო განათლება არ მიუღია. გადასაღებ მოედანზე სკოლის მერხიდან მივიდა, შეასრულა მთავარი როლები ფილმებში: მიწისა ("ცისკრის ზარები", ყ. მგელაძე, 1967), ციცინო ( "განგაში", ნ. სანიშვილი, 1968), სალომე ("გამთენიის წინ", ყ. მგელაძე, 1972). გადაღებულია ფილმებში: "იყო შაშვი მგალობელი" (ო. იოსელიანი, 1972), "თეთრი სახლები" (ყ. მგელაძე, 1975), "თბილისი, პარიზი, თბილისი" (ლ. აბაშიძე, 1980), "მიიღეთ გამოწვევა, სენიორებო" (კ. სურმავა, 1982), "ამბავი სურამის ციხისა" (ს. ფარაჯანოვი, დ. აბაშიძე, 1984), "ზოგო ჭირი მარგებელია" (პ. ჩარკვიანი, 1984), "ვალსი პეჩორაზე" (ლ. ღოღობერიძე, 1992) და სხვ. კინომსახიობი. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 206; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |