შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიამ ძაგანია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1943 წელს. 1946 წლიდან მუშაობდა "თბილისის კინოსტუდიის" მულტიპლიკაციის სექტორში (შემდგომში - "ქართული ფილმის" მულტგაერთიანება) ფაზიორად, ანიმატორად, მხატვრის ასისტენტად, რეჟისორის ასისტენტად. არის დამდგმელი მხატვარი ფილმებისა "ყოჩაღი ბაკური" (მ. გედევანიშვილი, 1970), "ლურჯა" (მ. გედევანიშვილი, 1970), "კალეიდესკოპი" (შ. გედევანიშვილი, 1971), "ცნობისმოყვარე" (გოგი კასრაძე, გივი კასრაძე, 1972), "ზღვაოსნური" (გ. ლავრელაშვილი, 1974), "სტუმარი" (ჯ. ლოლუასთან ერთად/ ო. ანდრონიკაშვილი, 1975), "მგელცხვარიანი" (ი. ჭელიძესთან ერთად/გ. ლავრელაშვილი, 1976), "ბუზღუნა" (მ. მალაზონიასთან ერთად/ ო. ანდრონიკაშვილი, 1977). კინოს მხატვარი. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 207; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |