The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიამ ძაგანია

დაბადების თარიღი:18 ოქტომბერი, 1918
გარდაცვ. თარიღი:16 ოქტომბერი, 2006  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის  სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი  1943 წელს.

1946 წლიდან მუშაობდა "თბილისის კინოსტუდიის" მულტიპლიკაციის სექტორში (შემდგომში - "ქართული ფილმის" მულტგაერთიანება) ფაზიორად, ანიმატორად, მხატვრის ასისტენტად, რეჟისორის ასისტენტად. არის დამდგმელი მხატვარი ფილმებისა "ყოჩაღი ბაკური" (მ. გედევანიშვილი, 1970), "ლურჯა" (მ. გედევანიშვილი, 1970), "კალეიდესკოპი" (შ. გედევანიშვილი, 1971), "ცნობისმოყვარე" (გოგი კასრაძე, გივი კასრაძე, 1972), "ზღვაოსნური" (გ. ლავრელაშვილი, 1974), "სტუმარი" (ჯ. ლოლუასთან ერთად/ ო. ანდრონიკაშვილი, 1975), "მგელცხვარიანი" (ი. ჭელიძესთან ერთად/გ. ლავრელაშვილი, 1976), "ბუზღუნა" (მ. მალაზონიასთან ერთად/ ო. ანდრონიკაშვილი, 1977). კინოს მხატვარი.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 207; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1976 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: