The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ წულაძე

ჯემალ წულაძე
დაბადების თარიღი:18 ნოემბერი, 1938  (80 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1961 წელს.

1962-1971წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" ქუთაისის ფილიალში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1971-1973წწ. იყო ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კომუნალური მეურნეობის განყოფილების მთავარი ინჟინერი; 1973-1987წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" ქუთაისის ფილიალის პროექტის მთავარი ინჟინერი, ტექნიკური განყოფილების გამგე, ფილიალის მთავარი ინჟინერი; 1987-1991წწ. იყო ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1991-1993წწ. "საქქალაქმშენსახპროექტის" ქუთაისის ფილიალის მთავარი ინჟინერი; 1993-2002წწ. საპროექტო საზოგადოება "ხუროს" ხელმძღვანელი; 2002 წლიდან არის ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი; მისი ძირითადი ნამუშევრებია: რუსთაველის სახელობის ხიდი მდინარე რიონზე, საყრდენი კედლები მდინარე რიონზე (წითელ და თეთრ ხიდებს შორის), გზაგამტარი გორის ქუჩაზე, ხე-ტყის საზიდი გზა გორდში, ასევე, ხიდები სარწყავ არხებსა და მდინარეებზე; კერძოდ: ლასკადურაზე (ლენტეხში), ყვირილაზე (საჩხერესა და ჭიათურაში), ჩხოუშიასა და კუჩხობანზე (ზუგდიდში), რიონსა და ჯეჯორაზე (ონში), სულორზე (ვანში) და სხვა; პროფესიულ საქმიანობასთან ერთად ეწეოდა აქტიურ სპორტულ მოღვაწეობას; სხვადასხვა დროს თამაშობდა რუსთავის "მეტალურგისა" და ქუთაისის "იმერეთის" ოსტატ ფეხბურთელთა გუნდებში; არის საქართველოს ორგზის ჩდემპიონი და თასის მფლობელი; დაჯილდოებულია საიუბილეო მედლითა და საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.687


გააზიარე: