The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ წულეისკირი

დაბადების თარიღი:15 იანვარი, 1928
გარდაცვ. თარიღი:1998  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1951 წელს.

1951-1954წწ. განაწილებით მუშაობდა უკრაინაში; 1954-1959წწ. ხელმძღვანელობდა სამშენებლო სამმართველო "საქსოფლელექტრომშენის" სენაკის ორგანიზაციას; 1959-1963წწ. იყო სენაკის სახელმწიფო ბანკის უფროსი ინჟინერი; 1963-1967წწ. სენაკის სამშენებლო სამმართველოს უფროსი; 1967 წლიდან მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N5 სამშენებლო ტრესტის მოძრავ-მექანიზებული კოლონის მთავარ ინჟინრად, შემდეგ უფროსად, ტრესტის მთავარ ინჟინრად და მმართველის მოვალეობის შემსრულებლად; მისი ხელმძღვანელობით, აშენდა არაერთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტი; მათ შორის: გეჯეთისა და კინდღის მეფრინველეობის ფაბრიკები, ნოსირის საშენ მასალათა კომბინატი, მესტიის ტურისტული ბაზის კომპლექსი, ჩაის ფაბრიკები, სკოლები, საცხოვრებელი სახლები (სენაკში, აბაშასა და მარტვილში).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.686-688

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის მედალი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: