The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მირონ წულეისკირი

მირონ წულეისკირი
Date of birth:1897
Date of death:1988  (at 91 years)
Category:Engineer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ტექნიკუმი 1921 წელს, მოგვიანებით, ბერლინის უმაღლესი ტექნიკური სკოლა.

1929-1933წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო საბჭოთა კავშირის ბერლინის წარმომადგენლობაში; საქმიანობის შემდგომ ეტაპზე ხელმძღვანელობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტის" ხელოვნური ნაგებობების განყოფილებას; 1933 წლიდან იყო ამავე საპროექტო ინსტიტუტის და ქ. რუსთავის დაგეგმარების მთავარი ინჟინერი; პროფესიულ საქმიანობის პარალელურად ეწეოდა პადაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა, სასოფლო-სამეურნეო და პოლიტექნიკურ ინსტიტუტებში; კითხულობდა ლექციებს რკინაბეტონის კონსტრუქციების სპეციალობის სტუდენტებისთვის; იყო 40 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის 1934 წელს ქართულ ენაზე გამოცემული სახელმძღვანელოს "რკინაბეტონის კონსტრუქციები", რომელმაც სამამულო პრაქტიკული სამშენებლო საქმიანობის სფეროში ქართული ტერმინოლოგია დაამკვიდრა; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.688

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Bibliography


Share: