The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლილი ხევსურიანი

ლილი ხევსურიანი
Date of birth:1932
Date of death:8 January, 2021  (at 89 years)
Category:Bibliographer, Scientist, Explorer, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ფილოლოგიის სპეციალობით 1956 წელს.

1956-1957 წლებში იყო კასპის რაიონის სოფელ ქვემოჭალის საშუალო სკოლის გერმანული ენის მასწავლებელი, 1959-1968 წლებში - საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატის ბიბლიოგრაფი, უფროსი ბიბლიოგრაფი, რეტროსპექტული ბიბლიოგრაფიის სექტორის გამგე, 1968-1972 წლებში - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის უფროსი ბიბლიოგრაფი, 1972-1975 წლებში - უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1975-1987 წლებში - ამავე ინსტიტუტის სწავლული მდივანი, 1989-2004 წლებში - კოდიკოლოგიისა და ტექნოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. 2005-2020წწ. ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.52

Awards and Honors

  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში ძველი ქართული მწერლობის ძეგლის "უძველესი იადგარის" გამოკვლევისა და გამოსაცემად მომზადებისათვის

Share: