The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე წულუკიძე

დაბადების თარიღი:1927  (98 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადეგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1913 წელს.

1925 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა; 1928 წლიდან მუშაობას იწყებს "რიონჰესის" მშენებლობაზე, შეთავსებით მუშაობს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1929 წელს "რიონჰესის" მშენებლობაზე, პირველად ამიერკავკასიაში, აყალიბებს ბეტონის კონტროლის სამუშაოების ლაბორატორიას; განაგრძობს მუშაობას "სოხუმჰესისა" და "ხრამჰესის" მშენებლობებზე; 1932 წელს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ბრუნდება და აყალიბებს კვლევის ლაბორატორიას, რომელსაც ხელმძღვანელობდა; დიდი წვლილი აქვს შეტანილი "ლაჯანურჰესის" თაღოვანი კაშხლის ბეტონის ხარისხის კონტროლის საქმეში; განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ღვაწლი "ენგურჰესის" თაღოვანი კაშხლის დაგეგმარების საქმეში; მისი პრაქტიკული და სამეცნიერო საქმიანობა შერწყმული იყო პედაგოგიურ მოღვაწეობასთან; 1943 წლიდან იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო მასალების და სამშენებლო სამუშაოთა წარმოების ორგანიზაციის კათედრის დოცენტი; 1967 წლიდან ამავე კათედრის პროფესორი; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1963). მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.689

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: