The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე კახიანი

დაბადების თარიღი:1909
გარდაცვ. თარიღი:2002  (93 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის სალიტერატურო განყოფილება ლიტერატურის სპეციალობით 1930 წელს.

1930-1936 წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1936-1939 წწ. იყო რეპრესირებული პოლიტიკური მოტივით, სასჯელს იხდიდა ქ. ყარაგანდაში; განთავისუფლების შემდეგ ცხოვრობდა ქ. სამტრედიაში და მუშაობდა სხვადასხვა შემთხვევით სამუშაოზე. 1960 წელს იგი რეაბილიტირებულ და აღდგენილ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. 1974 წელს კ. კახიანი გადაყვანილ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად, სადაც მუშაობდა გარდაცვალებამდე.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.55

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში 1976-1992 წლებში გამოცემული ნაშრომისათვის - "მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის" 5 ტომად (9 წიგნად)

გააზიარე: