The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აკაკი სოხაძე

Date of birth:1912  (113 years)
Date of death:19??
Category:Historian

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბაჯი, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1938 წელს. 

1942-1946 წწ. იმყოფებოდა საბჭოთა არმიის რიგებში; დემობილიზაციის შემდეგ, 1947-1948 წწ. მუშაობდა ქ. თბილისის მე-18 ვაჟთა საშუალო სკოლაში ლოგიკისა და ფსიქოლოგიის მასწავლებლად; 1947-1954 წწ. თბილისის სახელმწიფო ისტორიულ - ეთნოგრაფიული მუზეუმის ისტორიული განყოფილების გამგე; 1955-1962 წწ. მცხეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი; 1961-1963 წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; 1963-1974 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიული განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1974-1995 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.56

Awards and Honors

  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში 1976-1992 წლებში გამოცემული ნაშრომისთვის "მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის" 5 ტომად (9 წიგნად)
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი

Share: