The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სტეფანე მღებრიშვილი

სტეფანე მღებრიშვილი
დაბადების თარიღი:3 აგვისტო, 1979  (44 წლის)
კატეგორია:კომპოზიტორი, მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

გამოცემული აქვს ალბომები: "სტეფანე" (1999), "უსახელო" (2002), "საუკეთესო სიმღერების კრებული" (2004). 2002 წელს გამართა სოლო-კონცერტი სპორტის სასახლეში. არის ავტორი ვარდების რევოლუციის ჰიმნისა "ახალი დღე"; ლაურეატი კონკურსებისა: "მეგა", "ოვაცია", "სულიკო" და სხვა. 2010 წელს იყო პირველი ქართველი შემსრულებელი, რომელმაც დაიპყრო MTV Europe. 2011 წელს მონაწილეობა მიიღო შოუში MTV Live Georgia. 2013 წელს იყო მეგა "შოუ ვოისის" მწვრთნელი. 2017-2018წწ. რეიტინგული მეგა შოუს "იქს ფაქტორი" – ჟიურის წევრი, ასევე პროექტ "ნიჭიერის" ჟიურის წევრი. საკუთარი სიმღერის რიმეიქზე "დამიბრუნდი" გადაიღო ვიდეორგოლი, რომელმაც რამდენიმე მილიონი ნახვა მოუტანა და "რადიო ჰოლდინგ ფორტუნას" მიერ გამართულ წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიალზე "რადიო ფორტუნას რჩეულად" დასახელდა, ასევე მოიპოვა მთავარი ჯილდო წლის "სიმღერის სტატუსი".  პროდიუსერი, "არტფორუმის" დამაარსებელი.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.353; რადიო "არ დაიდარდოს" ვებსაიტი: fortuna.ge


გააზიარე: