The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იური ჭანბა

იური ჭანბა
Date of birth:1917  (108 years)
Date of death:19??
Category:Public official, Engineer

Biography

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1938 წელს.

მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციებში მშენებელ ოსტატად; 1945 წლიდან მუშაობას იწყებს დონბასში შახტმშენებელ სამმართველოში მშენებელ ინჟინრად; 1949 წელს დაინიშნა სამთო სამუშაოთა უბნის უფროსად; იყო იმავე სამმართველოს უფროსი; 1958 წელს სამშობლოში ბრუნდება და ინიშნება საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის მმართველად; 1960 წელს პარტიულ სამუშაოზე გადაჰყავთ ტყვარჩელში, პარტიის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად; 1961-1963წწ. იყო საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების გამგე; 1963-1965წწ. საქართველოს კპ აფხაზეთის ასსრ საოლქო კომიტეტის მდივანი; 1965 წლიდან აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მშენებლობის დარგში და სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე; დიდი წვლილი აქვს შეტანილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის განვითარების, ქალაქებისა და რაიონების განაშენიანების საქმეში, მსხვილი საკურორტო და სასოფლო-სამეურნეო კომპლექსების მშენებლობაში, კომუნალური და კულტურულ-საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში; დაჯილდოებული იყო საკავშირო და რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.691


Share: