Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აბესალომ ჭანტურია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტექნიკუმი; საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1941 წელს. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში; ომის დამთავრების შემდეგ მუშაობდა რესპუბლიკის სხვადასხვა უწყება-დაწესებულებებში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე; 1963 წლიდან იყო კავკასიის სამთო მოპოვებითი ტრესტ "ნახშირგეოლოგიის" მმართველის მოადგილე მშენებლობის დარგში; წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოიგურ საქმიანობას; იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სამშენებლო წარმოების ეკონომიკისა და მართვის კათედრის დოცენტი; 1975 წლიდან კათედრის გამგე და პროფესორი; იყო ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს და სამშენებლო ინსტიტუტების საკავშირო გაერთიანების კათედრის გამგეთა დარგობრივი საბჭოს წევრი; 4 მონოგრაფიის, 15 სახელმძღვანელო უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლებისათვის და 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და გამოგონების ავტორი; დიდი წვლილი მიუძღვის მშენებლობის და საერთოდ ტექნიკური დარგების ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა აღზრდაში; იყო საკანდიდატო დისერტაციების ხელმძღვანელი, რეცენზენტი და ოპონენტი; მონაწილეობდა საკავშირო, რესპუბლიკური და საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმებში და კონფერენციებში; დაჯილდოებულია საბრძოლო ორდენებითა და მედლებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.692 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |