The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აკაკი ჭანტურია

აკაკი ჭანტურია
Date of birth:2 May, 1946  (78 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ჰიდროტექნიკური მშენებლობის სპეციალობით 1969 წელს; მოსკოვის სახალხო მეურნეობის აკადემიის ეკონომიკის ფაკულტეტი 1985 წელს.

მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ს/კ ინსტიტუტში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში, საქართველოსა და თბილისის საბჭოთა მმართველობით ორგანოებში მშენებლობისა და კომუნალური მეურნეობის დარგის ხელმძღვანელ თანამდებობებზე; ხელმძღვანელობს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფის სამმართველოს, რომელიც ემსახურება ამ ახალი უწყების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებას; წლების განმავლობაში მონაწილეობდა დედაქალაქის მრავალი ღირშესანიშნავი ობიექტის მშენებლობა-განვითარებაში, "დინამოს" სტადიონის რეკონსტრუქციაში; ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი; საქართველოში და საზღვარგარეთ გამოქვეყნებული არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და სტატიის ავტორი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.693


Share: