The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ჭანტურია

გურამ ჭანტურია
დაბადების თარიღი:21 ოქტომბერი, 1936  (88 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1960 წელს.

წლების განმავლობაში იყო სპეცსამონტაჟო ტრესტ "საქსანტექმონტაჟის" გამშვებ-გამმართველი სამმართველოს მთავარი ინჟინერი, საქართველოს სპეცსამონტაჟო სამუშაოების მთავარი სამმართველოს "საქმონტაჟსპეცმშენის" საწარმოო-განმკარგულებელი განყოფილების უფროსი; იყო სამონტაჟო ტრესტ "საქსანტექმონტაჟის" მმართველი; ხელმძრვანელობდა რუსთავის მეტალურგიული, კასპის ცემენტის და ახალქალაქის საბაგირო გზის ქარხნების, რუსთავის ქიმიური, თბილისის მაუდ-კამვოლისა და გორის ბამბეილის კომბინატების, აბრეშუმის ფაბრიკის, ჭადრაკის სასახლის, რესპუბლიკური საავადმყოფოს, სასტუმროების "ივერიისა" და "აჭარის", სკოლების, ბაგა-ბაღების, საცხოვრებელი სახლებისა და სხვა მნიშვნელოვანი სპეცსამონტაჟო სამუშაოების შესრულებას; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.693


გააზიარე: