The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ილია ჭანტურია

ილია ჭანტურია
Date of birth:17 March, 1921
Date of death:2012  (at 90 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი საგვაზაო, აბაშის რაიონი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1946 წელს.

1946-1966წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასტრანსმშენის" გაგრის სამშენებლო სამმართველოში მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1966-1968წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N8 მოძრავ-მექანიზებულ კოლონაში მთავარ ინჟინრად; 1968-1992წწ. იყო საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის საქმეთა მმართველობის სანატორიუმებისა და დასასვენებელი სახლების გაგრის ჯგუფის დირექციის უფროსი ინჟინერი; მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა ქ. გაგრის, დაბა განთიადისა და ბზიფის სარკინიგზო სადგურების, სანატორიუმისა და დახურული საცურაო აუზის ქ. გაგრაში, 500-ადგილიანი დასასვენებელი სახლი "მზიურის" კომპლექსის მშენებლობას (გაგრის ზონაში). მიღებული აქვს სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს პრემია.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.693-694

Awards and Honors

  • ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: