The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რომან წურწუმია

რომან წურწუმია
დაბადების თარიღი:5 აპრილი, 1942  (83 წლის)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის (ვგიკ-ის) საოპერატორო ფაკულტეტი (გ. ვოლჩეკის) სახელოსნო 1965 წელს და სცენარისტთა და რეჟისორთა ორწლიანი კურსები ქ. მოსკოვში 1981 წელს.

მნიშვნელოვან საოპერატორო ნამუშევრებს შორის აღსანიშნავია დოკუმენტური ფილმი "კოლხეთი" (ს. ჩხეიძე, 1967), "კლოუნი და კვამლი" (ნ. ნენოვა და გ. წულაია, 1969); მხატვრული ფილმები: "მთვარის მოტაცება" (თ. მელიავა, 1973), "წითელი და შავი" (ა. რეხვიაშვილთან ერთად / ს. გერასიმოვი, 1976, რუსეთი). სარეჟისორო დებიუტია მ/მ ფილმი "ძველი სახლი" (1981). ცხოვრობს და მოღვაწეობს ქ. მოსკოვში. კინოოპერატორი, კინორეჟისორი.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 210;  geocinema.gekinobraz.ru


გააზიარე: