Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
როზა ნადირიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 1980 წელს. 1980-1982 წწ. მუშობდა საქართველოს განათლების სამინისტროში მეთოდისტად; 1982-1985 წწ. დამნაშავეობის სოციოლოგიის ლაბორატორიაში უფროს ლაბორანტად; 1985-1999 წწ. იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი; 1999-2000 წწ. გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2000-2010 წწ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე; 2010 წლიდან "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" სასამართლოებთან ურთიერთობის კოორდინატორად, შეთავსებით მუშაობდა არბიტრად; 2008-2010 წწ. იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერი; მოსამართლედ მუშობის პერიოდში, შეთავსებით მუშობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორად; ლექციებს კითხულობდა საოჯახო, ნივთობრივი და სამოქალაქო საპროცესო სამართლის საკითხებში; უზენაეს სასამართლოში მუშობის პერიოდში ექსპერტიზას უტარებდა საგამოცდო კითხვებს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის; სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქართველოს სტუდენტ-იურისტთა ასოციაციის ოლიმპიადის (ორგანიზებული აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ) მხარდაჭერისთვის, 2008-2009 წლებში მიიღო მადლიერების სერტიფიკატები. 2011 წლიდან მუშობს ნოტარიუსად. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.357; facebook.com; notary.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |