The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იასონ კერესელიძე

იასონ კერესელიძე
Date of birth:1892
Date of death:20 May, 1923  (at 31 years)
Category:Politician, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, 1922–1923 წლებში საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრი. ანტისაბჭოთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე. ბოლშევიკმა ჩეკისტებმა  დააპატიმრეს და დახვრიტეს 1923 წლის 20 მაისს თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე. იასონ კერესელიძესთან ერთად ასევე დახვრიტეს ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ვარდენ წულუკიძე, კონსტანტინე აფხაზი, როსტომ მუსხელიშვილი, გიორგი ხიმშიაშვილი, ალექსანდრე მაჭავარიანი, ელიზბარ გულისაშვილი, დიმიტრი ჩრდილელი, სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, ფარნაოზ ყარალაშვილი, ლევან კლიმიაშვილი, სიმონ ჭიაბრიშვილი, ივანე ქუთათელაძე. "გაუმარჯოს ჩემს სამშობლოს, მშვიდობით, ძმებო! გვხვრეტენ ამაღამ", — ყვიროდა სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, რაზეც მის სიტყვებს მოჰყვა იასონ კერესელიძის მძლავრი ხმით ნამღერი ეროვნული ჰიმნი "დიდება", რომელსაც აჰყვნენ სხვებიც. ეს იყო მათი უკანასკნელი სიტყვები. გენერალ ლეო კერესელიძის უმცროსი ძმა.

წყარო: "ვებგაზეთი-მედია": webgazeti.geინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - დახვრეტილი "სამხედრო ცენტრი".-თბ.,2016.-გვ.6,გვ.28

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გორის განყოფილება, წევრი (1913-)

Share: