The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბუდუ ჩოგოვაძე

ბუდუ ჩოგოვაძე
ოფიციალური სახელი:ალექსი ჩოგოვაძე
დაბადების თარიღი:10 ნოემბერი, 1917
გარდაცვ. თარიღი:9 აგვისტო, 1993  (75 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს ძმათა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა თბილისის  რკინიგზის სამშენებლო ტექნიკუმი, შემდეგ კი საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1941 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანაში, სადაც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში 1941-1945 წწ. მუშაობდა საიარაღო საამქროს წამყვან ინჟინერ-ტექნოლოგად. 1946 წლიდან მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს სპეციალური და სამონტაჟო სამუშაოების გაერთიანება "საქმონტაჟსპეცმშენის" სისტემაში, სადაც გაიარა ყველა თანამდებობრივი საფეხური სამუშაოთა  მწარმოებლიდან სამმართველოს უფროსამდე და ტრესტის მმართველამდე. მისი უშუალო ხელმძღვანელობით საქართველოში აშენდა კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მრავალი ათეული საწარმო - ჩაის ფაბრიკები, ღვინის, ლუდის, ლიმონათის ქარხნები, ინფრასტრუქტურის მსხვილი ობიექტები. 1978 წლიდან მუშაობდა საწარმოო  გაერთიანება  "თბილხილწყლის" გენერალური დირექტორის მოადგილედ მშენებლობის დარგში.  საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის განვითარებაში მისი მნიშვნელოვანი წვლილი აღნიშნული იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელებით, სახელმწიფო მედლებით. იყო რესპუბლიკური მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი.

წყარო: გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა", № 180(720), 17 აგვისტო, 1993

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • შრომის ვეტერანი
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

გააზიარე: