შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ნოდია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფაკულტეტი 1974 წელს. 1966-1967წწ. იყო ქუთაისის "ტორპედოს", 1967 წელს სსრკ ახალგაზრდული ნაკრების, 1967-1978წწ. თბილისის "დინამოს", 1975-1976წწ. ქუთაისის "ტორპედოსა" და 1976-1981წწ. თბილისის "დინამოს" წევრი; 1982-1984წწ. თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის თანაშემწე; 1984-1998წწ. თბილისის თბომეურნეობის სამმართველოს ინჟინერი და უბნის უფროსი. ევროპის ჩემპიონი სსრკ ნაკრების შემადგენლობაში (1967); სსრკ თასის ფინალისტი (1970); "კარაველას" თასის მფლობელი (1972); სსრკ ჩემპიონატის სამგზის ბრინჯაოს მედალოსანი (1969, 1971, 1973). ფეხბურთელი, სპორტის ოსტატი, ინჟინერ-ეკონომისტი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.370; mcm.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.133 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |