Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიგლა ჭანუყვაძე![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით (კონსტრუქტორ-სეისმოლოგი) 1958 წელს. 1958-1964წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენპროექტში" ინჟინერ-კონსტრუქტორად, პროექტის მთავარ კონსტრუქტორად; 1964-1997წწ. იყო თბილისის ზონალური ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტის ("თბილზნიიეპი"), სეისმომედეგი მშენებლობის ლაბორატორიის გამგე; 1992-2005წწ. სამეცნიერო-საპროექტო, სამშენებლო საწარმო ფირმა "სახლის" გენერალური დირექტორი იყო; 2005-2009წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მშენებლობისა და ქონების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; 2009 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ხარისხის კონტროლისა და ტექნიკური ზედამხედველობის მიმართულების მთავარი კოორდინატორია; 50-ზე მეტი ნაშრომი აქვს გამოყენებული შენობათა სეისმომედეგობასა და მიწისძვრისაგან დაზარალებული ნაგებობების რეაბილიტაციაზე, მათ შორის 11 გამოგონება, რეგისტრირებული სსრკ გამოგონებებისა და აღმოჩენების სახელმწიფო კომიტეტის მიერ; მონაწილეობდა სეისმომედეგი მშენებლობის პროექტებში: 1978-1986წწ. იყო აშშ-სსრკ ერთობლივი პროგრამის "სამოქალაქო ნაგებობების სეისმომედეგი მშენებლობა" კოორდინატორი; 1991 წელს რაჭა-იმერეთში, 1989 წელს სპიტაკში (სომხეთი) და 1985 წელს ბუქარესტში (რუმინეთი) დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაზიანებული შენობების რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოებში; ჩატარებული აქვს კონსერვაცია-რეკონსტრუქციის საპროექტო სამუშაოები (განხორციელებული პროექტები): გელათის სამონასტრო კომპლექსი (მე 11 ს.), არქეოლოგიური მარნის დამცავი პავილიონის პროექტი (2016), ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის (ებრაელთა ყოფილი სინაგოგა), 2014 წელი, რესტავრაციის პროექტი და აღდგენით სამუშაოებზე საავტორო ზედამხედველობა, 2012- შატილის ციტადელის (მე-16ს.) კოშკების რეაბილიტაცია, 2011 - ატენის სიონის (მე-7ს.) რეაბილიტაციის პროექტი, 2010 - ჯვრის მონასტრის მცირე ეკლესიის (მე-6ს.) რეკონსტრუქცია, 2008 - ალავერდის წმ. გიორგის კათედრალის (მე-11ს.) რეკონსტრუქცია-გამაგრების სამუშაოები, 2008 - გელათის სამონასტრო კომპლექსი (მე-11ს.) აკადემიის შენობის გადახურვის აღდგენა, 2001 - დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი (მე-6ს.): სატრაპეზოს და ბერების სენაკების რეკონსტრუქცია და გამაგრება, 1999 - თიღვის ეკლესიის (მე-11ს. სამაჩაბლო) რეაბილიტაცია, 1998 - იკორთის ეკლესიის (მე-11ს. სამაჩაბლო) რეაბილიტაცია, 2012 - კვიპროსოს ქართული სამონასტრო კომპლექსის ნაშთების დამცავი პავილიონის პროექტი (არქ. თენგიზ გაბუნია), 2003 - რუსთავის ღვთისმშობლის მიზინების ტაძარი (არქიტექტორთა ჯგუფი დეკანოზ ბესარიონ მენაბდის ხელმძღვანელობით); პროექტი დაჯილდოვდა ოქროს მედლით 2012 წლის სოფიის არქიტექტურულ კვირეულზე ტრადიციული მშენებლობის ნომინაციაში. მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია 1982 წელს. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.694
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |