The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კუკური ჭანჭალეიშვილი

კუკური ჭანჭალეიშვილი
Legal name:კონსტანტინე ჭანჭალეიშვილი
Date of birth:1926
Date of death:1982  (at 56 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი საავტომობილო და საქალაქო გზების მშენებლობის სპეციალობით 1950 წელს.

მუშაობა დაიწყო საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზდორპროექტის" საქართველოს ფილიალის საგზაო განყოფილების ინჟინრად; 1952 წელს არჩეულ იქნა თბილისის ოქტომბრის (ამჟამად ჩუქურეთის) რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ; 1957 წელს იმავე რაიონის პარტიის რაიკომის მდივნად; 1960 წელს არჩეულ იქნა ორჯონიკიძის (ამჟამად ვაკის) რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ და 1961 წლიდან იყო ამავე რაიონის პარტიის რაიკომის პირველი მდივანი; 1965-1973წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "ორგტექმშენის" მმართველად და ამავე სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტ "თბილმრეწვმშენის" მმართველად; 1976-1982წწ. იყო საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს საინჟინრო სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის უფროსი; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.695


Share: