The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ჭარხალაშვილი

ნოდარ ჭარხალაშვილი
დაბადების თარიღი:14 აგვისტო, 1926
გარდაცვ. თარიღი:1970  (43 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1945 წელს.

1945-1959წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილჰიდროპროექტში" ინჟინერ-დამპროექტებლად, უფროს ინჟინრად, საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელად; 1959-1965წწ. იყო სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის", "ხრამჰეს-2"-ის სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; მუშაობდა "ენგურჰესის" მშენებლობის სამმართველოს მთავარ ინჟინრად, მშენებლობის უფროსის მოადგილედ; პრაქტიკული პროფესიული საქმიანობის პარალელურად, ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას, კითხულობდა ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი; ავტორი ჰიდროენერგეტიკული მშენებლობის აქტუალურ საკითხებზე დაწერილი მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და სტატიის; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.695; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.413

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: