The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იური ჭედია

იური ჭედია
დაბადების თარიღი:6 ოქტომბერი, 1934
გარდაცვ. თარიღი:2012  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1956 წელს.

1956 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემაში; 1956-1959წწ. მუშაობდა "ბჟუჟჰესის" მშენებლობის ინჟინრად, ექსპლუატაციის საამქროს უფროსად; 1953-1961წწ. საქართველოს ენერგეტიკისა და ელექტრიფიკაციის სამმართველოს ("საქენერგოს") ავარიული ინსპექციის უფროსად; 1961-1963წწ. "ჩითახევჰესის" დირექტორად; 1963-1971წწ. ხრამის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის დირექტორად და "ხრამჰეს-2"-ის მშენებლობის დირექციის დირექტორად; 1971-1974წწ. "ენგურჰესის" მშენებლობის დირექციის დირექტორად; 1974-1979წწ. იყო "საქმთავარენერგოს" უფროსის მოადგილე კაპიტალური მშენებლობის დარგში; 1979-1994წწ. "საქმთავარენერგოს" უფროსი; 1994 წლიდან იყო შპს "ენერგია-პროგრესი XX"-ის გენერალური დირექტორი; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.696

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: