The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თორნიკე ნოზაძე

თორნიკე ნოზაძე
დაბადების თარიღი:12 ივლისი, 1944  (80 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.

1982 წლიდან - ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიული კლინიკა "სინთეზის" დირექტორი; 12 წელი მოღვაწეობდა ქალაქ მოსკოვში; 2002 წლიდან - საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის სამეცნიერო-პედაგოგიური ცენტრის დარგობრივი ხელმძღვანელი; მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა, ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი., კლინიკა "ჯერარსი", ტრავმატოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი; წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დეპარტამენტს; ჩატარებული აქვს 20 000- ზე მეტი ოპერაცია; 40 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის: 1 მონოგრაფია, 12 გამოგონება. ექიმი-ტრავმატოლოგ-ორთოპედი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი (2004).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირების შედეგების შეფასების კრიტერიუმები და პროგნოზირება - სისტემურ-ანალიტიკური კვლევა", დაიცვა 2003 წელს.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.371; ქართული სამედიცინო პორტალი: directory.ge; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.357; facebook.comწიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.324

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • იტალიის ტრავმატოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა ერთიანი ეროვნული ასოციაცია, ვიცე-პრეზიდენტი (2004-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: