შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სულხან ნამიჭეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1996 წელს; მოსკოვის სურიკოვის სახელობის სამხატვრო აკადემიური ინსტიტუტის ფერწერის ფაკულტეტი 2000 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი ფოტოგრაფის კვალიფიკაციით 2021 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა: გაზეთ - "სარკმელი საქართველოში" ფოტოკორესპოდენტათ, საქართველოს ტელევიზიისა და რადიო მაუწყებლობის მოსკოვის ბიუროს ტელე-ოპერატორად, ფოტოკორესპოდენტად. გაზეთ "სვაბოდნაია გრუზია"-ს, "კვირის პალიტრა"-ს ფოტოკორესპოდენტად, საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის ფოტოგრაფად. ამჟამად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში ფოტოკორესპოდენტად, მინისტრის პირად ფოტოგრაფად. როგორც ფოტოხელოვანი ეწევა შემოქმედებით საქმიანობას, უცხოურმა ჟურნალ-გაზეთებმა, საინფორმაციო სააგენტოებმა არაერთხელ გამოაქვეყნეს სულხან ნამიჭეიშვილის ნამუშევრების ფოტო ილუსტრაციები. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |