The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ჭითანავა

ოთარ ჭითანავა
დაბადების თარიღი:29 დეკემბერი, 1938  (85 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, გეოლოგი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭკადუაში, ზუგდიდის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს; ბაქოს უმაღლესი პარტიული სკოლა 1982 წელს.

1964-1966წწ. მუშაობდა "ენგურჰესის" კასკადის ინჟინრად; არჩეული იყო მშენებლობის კომკავშირის კომიტეტის მდივნად; 1967-1973წწ. იყო საქართველოს კომკავშირის ზუგდიდის ქალაქკომის პირველი მდივანი; 1973-1980წწ. სახალხო კონტროლის ზუგდიდის საქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე; 1980-1985წწ. "ენგურჰესის" მშენებლობის პარტიული კომიტეტის მდივანი; 1985-1986წწ. საქართველოს კომპარტიის ზუგდიდის ქალაქკომის მეორე მდივანი; 1986-1988წწ. ზუგდიდის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1988-1990წწ. წელს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N12 სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილედ; 1980-1991წწ. არჩეული იყო საქართველოს კომპარტიის ზუგდიდის რაიკომის მდივნად; 1993 წლიდან იყო ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის პრორექტორი, კათდრის გამგე, სპორტის აკადემიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; აირჩიეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის კომიტეტის თავმჯდომარედ, რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად სამეგრელოში; იყო საქართველო-უკრაინის კულტურულ-ეკონომიკურ ურთიერთობათა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი და ალმანახ "ენგურის" სარედაქციო კოლეგიის წევრი; საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოქროს მედალი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.701; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 396; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.132

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველო მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2003)
  • საქართველო მე-5 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველო მე-5 მოწვევის პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (2002-2004)
  • საქართველო მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "აფხაზეთი", წევრი (1999-2004)
  • საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, წევრი (1994-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოში ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში, სტუდენტ ახალგაზრდობაში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასობრივი გამაჯანსაღებელი ფორმების დანერგვისა და პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი საქველმოქმედო საქმიანობისათვის
  • 1987 - ღირსების მედალი
  • 1979 - ღირსების მედალი
  • საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი

გააზიარე: