Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ ჭითანავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჭკადუაში, ზუგდიდის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს; ბაქოს უმაღლესი პარტიული სკოლა 1982 წელს. 1964-1966წწ. მუშაობდა "ენგურჰესის" კასკადის ინჟინრად; არჩეული იყო მშენებლობის კომკავშირის კომიტეტის მდივნად; 1967-1973წწ. იყო საქართველოს კომკავშირის ზუგდიდის ქალაქკომის პირველი მდივანი; 1973-1980წწ. სახალხო კონტროლის ზუგდიდის საქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე; 1980-1985წწ. "ენგურჰესის" მშენებლობის პარტიული კომიტეტის მდივანი; 1985-1986წწ. საქართველოს კომპარტიის ზუგდიდის ქალაქკომის მეორე მდივანი; 1986-1988წწ. ზუგდიდის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1988-1990წწ. წელს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N12 სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილედ; 1980-1991წწ. არჩეული იყო საქართველოს კომპარტიის ზუგდიდის რაიკომის მდივნად; 1993 წლიდან იყო ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის პრორექტორი, კათდრის გამგე, სპორტის აკადემიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; აირჩიეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის კომიტეტის თავმჯდომარედ, რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად სამეგრელოში; იყო საქართველო-უკრაინის კულტურულ-ეკონომიკურ ურთიერთობათა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი და ალმანახ "ენგურის" სარედაქციო კოლეგიის წევრი; საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოქროს მედალი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.701; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 396; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.132 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |