Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ ჭინჭარაული![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1950 წელს. 1950-1952წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "ხრამჰესმშენის" სისტემაში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1952-1954წწ. იყო სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" საპროექტო კანტორის სამუშაოთა წარმოების ორგანიზაციის სექტორის უფროსი ინჟინერი; 1954-1965წწ. მუშაობდა "ხრამჰესი-2" და სიონის წყალსაცავის მაღლივი კაშხლის მშენებლობის უფროს ინჟინრად, უბნის უფროსად, მთავარ ინჟინრად; 1959 წელს დაინიშნა "სიონჰესის" მშენებლობის უფროსად; მისი ხელმძღვანელობით საექსპლუატაციოდ ჩაბარდა სიონის წყალსაცავის კაშხალი და "სიონჰესი"; 1965-1972წწ. გადაიყვანეს "ენგურჰესის" მშენებლობაზე, ვარდნილჰესების კასკადის მშენებლობის სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1969 წლიდან დაინიშნა სამმართველოს უფროსად; 1972 წელს მისი ხელმძრვანელობით საექსპლუატაციოდ გადაიცა "ვარდნილჰესი-I"; 1972-1988წწ. მუშაობდა "ვარციხეჰესის" კასკადის მშენებლობის სამმართველოს უფროსად და ამ პერიოდში საექსპლუატაციოდ გადაიცა "ვარციხეჰესის" კასკადის პირველი, მეორე და მესამე ჰიდროელექტროსადგურები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.701 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |